
რუსებმა ვინიცის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორი სერხი ბორზოვი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გუბერნატორის ცნობით, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
თავდასხმასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.