ღამით რუსეთმა 8 რაკეტა და 27 "შაჰიდი" გაუშვა, ყველა დრონი ჩამოვაგდეთ | უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამით რუსეთმა უკრაინას 27 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტია, რომელთაგან ყველა გაანადგურეს. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტერმა ასევე გაუშვა შვიდი S-300/S-400საზენიტო რაკეტა ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში და ერთი X-27 რაკეტა პოლტავას რეგიონში.

უწყების ცნობით, 27-დან 27-ვე დრონი ჩამოაგდეს - კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცასა და კიევის რეგიონებში.

პარასკევს ვინიცის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რეგიონში სახლს თვითმფრინავის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი