საომარი მოქმედებების გამო ბელგოროდის რეგიონიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა | გუბერნატორი

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ გრეივორონსკის ურბანული რაიონიდან, სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა, 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროები იგერიებენ უკრაინიდან დივერსიული ჯგუფების მიერ საზღვრის გარღვევის მცდელობას.

გლადკოვის თქმით, სასაზღვრო დასახლებების გორა-პოდოლის, გლოტოვოსა და კოზინკის მაცხოვრებლები სახლებიდან გაიყვანეს.

გუბერნატორმა დაწერა, რომ ხუთშაბათს ბელგოროდის, ბელგოროდის რაიონისა და გრეივორონსკის რაიონის 22 მცხოვრები დაშავდა. პარასკევს დილის მდგომარეობით, ცხრა მათგანი საავადმყოფოში რჩება.

გარდა ამისა, კიდევ ოთხი მცხოვრები, რომლებიც ხუთშაბათს დაშავდნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, წერს გლადკოვი. მისივე თქმით, 13 ჰოსპიტალიზებულიდან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთში შეიჭრნენ შეიარაღებული დაჯგუფებები. რუსეთმა დაადასტურა შეჭრა და თქვა, რომ "ჩაშალეს კიევის რეჟიმის მცდელობა" ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი