
ღამით უკრაინული დრონები თავს დაესხნენ კალუგის ნავთობქიმიურ საწარმოს "Первый Завод-ს", რომელიც ნავთობის გადამუშავებით არის დაკავებული. როგორც RBC-Ukraine-ს უკრაინის თავდაცვის ძალების წყარომ განუცხადა, ეს იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია. დაზვერვის სამმართველოდან წყარო აღნიშნულს უდასტურებს გამოცემა "უკრაინსკა პრავდას".
მანამდე გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონში თავდასხმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი შეაჩერა.
"არავითარი მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება არ ყოფილა", - ამბობს გუბერნატორი.
თუმცა, გამოცემა Baza-ს ცნობით, ერთ-ერთი დრონი მილს შეეჯახა, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი.
"Первый Завод" არის უმსხვილესი ნავთობქიმიური საწარმო კალუგას ოლქში, ის მდებარეობს სოფელ პოლოტნიანი ზავოდში.