ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის მაშველი და მედპერსონალი, რომლებიც პირველი აფეთქების დროს მოქალაქეების დასახმარებლად ადგილზე მივიდნენ. 

დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის 7 მაშველია. 

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, ავტოგასამართი სადგური, დაბალი წნევის გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი