უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ქმნიან ახალ კოალიციას, რათა მას მიაწოდონ შორი დისტანციის სარაკეტო არტილერია - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტთან და პოლონეთის პრემიერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
"ვაიმარის სამეულის" [საფრანგეთი, გერმანია პოლონეთი] ლიდერებმა ბერლინში ევროპის უსაფრთხოებასა და უკრაინის დახმარებაზე იმსჯელეს.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებას ევროპა არ შეწყვეტს და ევროკავშირი გამოიყენებს გაყინულ რუსულ აქტივებს. მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება.
ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მან გაიმეორა არგუმენტი, რომ
„უკრაინაში მთელი ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დგას“ - ეს განცხადება კი პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა და მანაც აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებაში ევროპა ერთიანია და მტკიცედ უჭერს მხარს ომში მყოფ ქვეყანას.
პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა შეხვედრას "ვაიმარის სამკუთხედის კარგი დასაწყისი" უწოდა და დააანონსა, რომ მომდევნო მოლაპარაკებები ზაფხულში, უკვე პოლონეთში გაიმართება.