რა ტიპის ინფორმაციაზე ჰქონდა ხიდაშელს წვდომა? | აქუბარდიამ სადეპუტატო კითხვით თავდაცვის მინისტრს მიმართა

გამოქვეყნდა:

თეონა აქუბარდიამ სადეპუტატო კითხვით მიმართა თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს უწყებაში, დავით ხიდაშელის ოთხწლიან მუშაობაზე. კერძოდ, დეპუტატს აინტერესებს რა ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ესწრებოდა თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის სხდომებს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის რანგში, ასევე, აქუბარდია ითხოვს გაეგზავნოს ხიდაშელის დანიშვნის ბრძანება და სახელფასო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, დავით ხიდაშელი 2020 წელს თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ამ თანამდებობას ოფიციალურად ის 4 წელი იკავებდა. "მთავარი არხის" გასაჯაროებული ინფორმაცია დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავად ხიდაშელმაც და მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომაც.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ "მთავართან" საუბარში განმარტა, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ხიდაშელი  გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უწევდა ხელისუფლებას კონსულტაციებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი