"შეხედეთ ოდესას. კიდევ რამდენი არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?" | ტუსკი მაიკ ჯონსონს

გამოქვეყნდა:

ოდესაზე, გუშინდელი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, საბოლოოდ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების კანონპროექტი - "შეხედეთ ოდესას სპიკერო ჯონსონ. კიდევ რამდენი არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?"- აღნიშნავს ტუსკი.

შეგახსენებთ, ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 73 დაშავდა. ქალაქში დღეს გლოვის დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი