
მიკოლაივში რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
ქალაქის მერის ალექსანდრე სიენკევიჩის განცხადებით კი, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლების ფანჯრები და სახურავები, ასევე დაზიანებულია ავტომობილებიც.
მანამდე კი, 17 მარტს, შუადღისას, მიკოლაივში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.