საფრანგეთი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პუტინის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პუტინის არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო უბნები დაგმო, როგორც "საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ახალი დარღვევა". ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

"საფრანგეთი არ ცნობს და არასდროს აღიარებს ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნების ჩატარებას და შედეგებს. და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ქვეყანამ ასევე დაგმო რუსეთის მიერ კენჭისყრის უბნების შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში და დნესტრისპირეთში "საქართველოს და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე" - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეგახსენებთ, რომ პუტინის არჩევნები 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხმების 87.3%-ით ქვეყნის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი