ევროპული საბჭო უკრაინის მხარდასაჭერად 5 მლრდ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭო, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"EU ასრულებს თავის ვალდებულებებს. უკრაინის დახმარების ფონდი (UAF) ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დაცვაში, რაც არ უნდა დასჭირდეს და რამდენ ხანსაც ჩვენ გვჭირდება," - განაცხადა ბორელმა.

ახლადშექმნილი UAF-ი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნების მიწოდებით.

ამ გადაწყვეტილებით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფინანსური ზღვარი, 2021-2027 წლებისთვის, 17 მილიარდ ევროზე მეტი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი