ხერსონში, ოკუპანტების მიერ ნასროლი დრონის დაშლისას, 3 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის, ბერისლავის რაიონის სოფელ ლვოვში ჩამოვარდნილი დრონის დაშლისას სამი ადგილობრივი დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

"45, 55 და 67 წლის კაცებმა FPV დრონი, რომელიც მანამდე მათ ეზოში ჩამოვარდა, სახლში მიიტანეს და დაიწყეს მისი დაშლა. შედეგად, საბრძოლო მასალა აფეთქდა. სამივე მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანისას გზაზე დაიღუპნენ," - განაცხადა ოლქის ხელმძღვანელმა. 

პროკუდინმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ მიეკარონ საეჭვო საგნებს, გადავიდნენ უსაფრთხო მანძილზე და გამოიძახონ მაშველები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი