"ტყუილია მსგავსი საუბარი...კრემლიდან მოიყვანეს და სადმე დანიშნეს?" | ბრეგაძე ხიდაშელზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში, მრჩევლის პოზიციაზე მუშაობასთან დაკავშირებით "მთავარი არხის" შეკითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ "თეორიულ ბრალდებებზე" კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ტყუილია, მსგავსი საუბარი, რომ კრემლის [კადრია]. რას ნიშნავს, კრემლიდან მოიყვანეს ადამიანი და სადმე დანიშნეს? რასთან დაკავშირებით უნდა მქონდეს კითხვები?..კარგით რა. მე ესეთ თეორიულ ბრალდებებზე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ ვერასოდეს კომენტარს," - ამბობს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის ოლიგარქებთან დაახლოებული ბიზნესმენი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. "მთავარი არხის" გასაჯაროებული ინფორმაცია დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავად ხიდაშელმაც და მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც თქვა, რომ პოსტზე ის 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე იყო.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ "მთავართან" საუბარში განმარტა, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ხიდაშელი  გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უწევდა ხელისუფლებას კონსულტაციებს.

დღეს კი პირველი კომენტარი გააკეთა თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმაც. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი