ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

"ფინეთი ჩეხური ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ფინელი პარტნიორების ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის. ერთად გავიმარჯვებთ!" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენეთ, რომ ჩეხეთმა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა თავისი ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების შესყიდვის შესახებ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი