დასავლური სამყარო რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის დასახმარებლად მორიგ კონსოლიდაციას აცხადებს. რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ახალი პაკეტის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც 500 მილიონ ევროს მოიცავს. პარალელურად, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში უკვე დამტკიცებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90 პროცენტი უკრაინას მოხმარდება. ამ დახმარებას ოფიციალური კიევი უკვე ზაფხულში, იარაღის შესაძენად მიიღებს. ომში მყოფი ქვეყნის დახმარების პარალელურად, ევროპული სახელმწიფოები ომის განვითარების ყველა სცენარს განიხილავენ და საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ.