"პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის" | კულება

გამოქვეყნდა:

"პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე საუბრობს. 

მან გაიხსენა დოკუმენტი, რომელიც რუსეთმა 2021 წელს გაავრცელა, სადაც ოკუპანტი ქვეყანა NATO-სგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცდება. 

"პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ. ყველაზე ეფექტიანი საშუალება, აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც NATO და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ, არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად, ჩვენს ტერიტორიაზე...

ის [რუსეთი] ბევრ სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე, უნდა იყვნენ შეშფოთებულნი", - განაცხადა კულებამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი