"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - გავაგრძელებთ კონგრესსა და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უკრაინის დახმარება გარანტირებული იყოს" | ოსტინი

გამოქვეყნდა:

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - გავაგრძელებთ კონგრესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უკრაინის დახმარება გარანტირებული იყოს", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში "რამშტაინის" მე-20 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯერ კიდევ ვხედავ კონგრესის ორივე პალატაში უკრაინის ფართო მხარდაჭერას, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესს დავინახავთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს ისეთი რამ არის, რომლის ბოლომდე პროგნოზირება არ შეიძლება. გავაგრძელებთ კონგრესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა მისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს", - განაცხადა ოსტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი