
ლიეტუვა, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ლიეტუვას პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ლიეტუვას მთავრობამ 35 მილიონი ევრო გამოყო უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივის ფარგლებში. ერთად, რაც არ უნდა დასჭირდეს გამარჯვებას!" - წერს შიმონიტე.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.