
რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ხელმძღვანელი რომან მროჩკო ავრცელებს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო დროს ხერსონის ცენტრალური ნაწილის დაბომბვის შედეგად 51 წლის ქალი დაშავდა," - ნათქვამია განცხადებაში.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ქალმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.
Ukrinform-ის ცნობით, რუსები ასევე, ხერსონის თემში თავს დაესხნენ მანქანებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა, შედეგად ორი კაცი დაიღუპა.