
რუსებმა დონეცკის ოლქის ჰირნიკისა და მაქსიმივკას დასახლებები დაბომბეს, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
"მტერმა დაარტყა ვოლნოვასკის რაიონის სოფელ მაქსიმივკას. მთლიანად დანგრეული სახლის ნამსხვრევების ქვეშ ორი დაღუპული მოსახლის ცხედარი იპოვეს - 68 წლის კაცისა და მისი 39 წლის შვილის," - ნათქვამია განცხადებაში.
ჰირნიკში კი, მისი ინფორმაციით, აფეთქების ტალღის შედეგად ერთ-ერთ ბინაში 58 წლის კაცი და მისი 53 წლის ცოლი დაშავდნენ. ისინი ნაღმზე აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა მშვიდობიანი დასახლებებზე თავდასხმისთვის "KAB-500" ავიაბომბები გამოიყენეს. რაიონული პროკურატურა წერს, რომ იღებს ყველა შესაძლო და შესაბამის ზომას აგრესორის არმიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასაბუთებისთვის.