საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე | რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე

გამოქვეყნდა:

ღამით უკრაინის ყველა რეგიონში სარაკეტო საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.

თავდაპირველად განგაში გამოცხადდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის რაიონებში; შემდგომში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გავრცელდა ყველა სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქზე და ბოლოს მთელ ქვეყანაზე.

სარაკეტო თავდასხმა იყო დედაქალაქ კიევზე - მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდა რამდენიმე ადგილზე. კერძოდ,

სვიატოშინსკის რაიონში ნამსხვრევები საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, დაშავდა ქალი.

შევჩენკოს რაიონში დაიწვა მანქანები და ხანძარი გაჩნდა კორპუსისი ბინაში, დაშავდა სამი ადამიანი.

პოდოლსკის რაიონში ნამსხვრევები ორი საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა. ხანძარი ასევე გაჩნდა სატრანსფორმატორო ქვესადგურსა და ორსართულიან არასაცხოვრებელ შენობაში. გარდა ამისა, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი