კანადამ უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. 

მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.

"მადლობელი ვართ კანადის ხალხისა და მთავრობისა, რომლებიც რჩებიან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად ამ რთულ დროს", - წერს შმიგალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი