უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევში 31-ვე რუსული რაკეტა გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ  21 მარტის ღამეს რუსებმა შეუტიეს კიევს 2 ბალისტიკური რაკეტით "ისკანდერ-მ/კინჟალი" და 29 ფრთოსანი რაკეტით. უწყების განცხადებით, 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს. 

რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ეკლესია, საბავშვო ბაღი, დაიწვა რამდენიმე მანქანა. გარდა ამისა, ამ დროის მონაცემებით ცნობილია, რომ დაშავდა 12 ადამიანი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი