ავსტრალია უკრაინისთვის შექმნილ "დრონების კოალიციას" უერთდება

გამოქვეყნდა:

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავსტრალია შეუერთდა უკრაინის "დრონების კოალიციას". ამ კუალიციას ბრიტანეთი და ლატვია ხელმძღვანელობს. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის შესაძლებლობა ავსტრალიისთვის "განაგრძოს წვლილის შეტანა ძალისხმევაში, რათა უკრაინა დარჩეს კურსზე და შეძლოს ამ კონფლიქტის გადაჭრა საკუთარი პირობებით". 

"დრონების კოალიციაში" უკვე შედის რვა ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, ლატვია, შვედეთი, დანია, გერმანია, ლიეტუვა, ესტონეთი და ნიდერლანდები. შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნები უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების ათასობით საფრენ აპარატს გადასცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი