
რუსებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებში ორი დასახლებული პუნქტი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონისა და დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ალექსანდრ პროკუდინი და ვადიმ ფილაშკინი ავრცელებენ.
პროკუდინის ცნობით, რუსები ხერსონის რაიონის სოფელ ველეტენსკში საცხოვრებელ სექტორს დაახლოებით 16:00 საათზე დაესხნენ თავს. მძიმედ დაშავდა სახლის ეზოში მყოფი 70 წლის ქალი. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
"დაახლოებით 15:30 საათზე რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოგროდივკა დაბომბეს. ამჟამად ჩვენ ვიცით 1963 წელს დაბადებული 1 გარდაცვლილი კაცის შესახებ. ორი ქალი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება," - განაცხადა ფილაშკინიმ.