სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაცია და სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა - ამ თემებზე მიმდინარეობს მსჯელობა ორდღიან სამიტზე ბრიუსელში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და დაუჭერენ თუ არა მხარს მოლაპარაკებების გახსნას უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის. მოწინააღმდეგეთა რიგებში ისევ პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანია. მიმდინარე სამიტის დღის წესრიგში არ არის საქართველო. მიზეზი უკრაინისა და მოლდოვისგან ერთი ნაბიჯით ჩამორჩენაა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი