ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს პროგრესისკენ პრიორიტეტული რეფორმების შესრულების მხრივ

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. EU ასევე მოუწოდებს  საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ.

ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას  პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის კუთხით.

"ევროკავშირი ასევე გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.

ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას პროგრესისკენ განსაკუთრებით პრიორიტეტული რეფორმების მხრივ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, გუშინ, 21 მარტს, ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტი. საქართველოს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს, შემდეგ, ანუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება 9 რეკომენდაციის შესრულება.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი