დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის საქმე | ერთ-ერთმა ძებნილმა კომპანიის დირექტორის ცვლილებაზე მინდობილობა თავის ძმაზე უპრობლემოდ გასცა

გამოქვეყნდა:

დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილისა თავდასხმის საქმეში ბრალდებულმა კობა მენაბდიშვილმა, რომელიც ძებნილია, კომპანიის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით მინდობილობა თავის ძმაზე უპრობლემოდ გასცა. ტატუაშვილის ადვოკატებმა შესაბამისი დოკუმენტები მოიპოვეს. საუბარია "შპს მაშავერა-ჰესზე". 

ძებნილის ძმამ, დავით მენაბდიშვილმა, დღეს მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჟურნალისტი "მთავარი არხიდან" უკავშირდებოდა, ზარებს აღარ უპასუხა და მოკლეტექსტური შეტყობინებით გვითხრა, რომ რეპორტაჟი არაკეთილსინდისიერად გაკეთდა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის, რომ შეისწავლოს და დაადგინოს ის გარემოებები თუ რა კუთხით მიმდინარეობს გამოძიება და რა ნაწილშია ის არაეფექტური. ეს საქმე სახალხო დამცველისთვისაც იქნება ერთგვარი ტესტი საქმე, რომელიც წარმოაჩენს რამდენად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ, ადეკვატურ დასკვნას მოამზადებს სახალხო დამცველი. ჩვენ ამ საქმეზე ინფორმირებას მოვახდენთ საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების", - ამბობს ადვოკატი, მარიკა არევაძე.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი