Reuters: მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, მოსკოვში, Crocus City Hall-ზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS-ის მოკლე განცხადება ტერორისტულ დაჯგუფებასთან აფილირებულმა სააგენტო Amaq-მა Telegram-ზე გამოაქვეყნა. თუმცა, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მტკიცებულება არ გაუვრცელებია.

განახლება: BBC-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში სროლისა და ხანძრის შედეგად, დაიღუპა 60-ზე მეტი და დაშავდა 145-მდე პირი. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი