მოსკოვში, სროლის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა | დაშავდა 145-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. Reuters-ის მიხედვით, დაიღუპა, სულ მცირე, 60 ადამიანი, 145 კი დაშავდა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი