"არასოდეს დავიღლებით იმის გამეორებით, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"არასოდეს დავიღლებით იმის გამეორებით, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს 25 მარტს კიევზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

"რუსი ტერორისტები დედაქალაქს თავს დაესხნენ ბალისტიკური რაკეტებით. სამწუხაროდ, დაზიანდა სახლები ჩვეულებრივ ქალაქებში. ამჟამად ცნობილია ხუთი მსხვერპლის შესახებ. ნანგრევების გასუფთავება გრძელდება.

ჩვენ არასოდეს დავიღლებით იმის გამეორებით, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ეს არის ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის. მსოფლიოში ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ სიცოცხლეს, უნდა შევაჩეროთ ეს ტერორი," - განაცხადა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, KGVA-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი