
რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთიდან ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს. საგანგაშო ვითარებაა ოდესაში, კიროვოგრადის ოლქის გავლით კრემენჩუკში და პოლტავაში.