ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს | ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

"ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს" - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რამადანის თვეში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა. რეზოლუცია ეხებოდა მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდას.

"ისრაელი გაანადგურებს "ჰამასს" და გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე უკანასკნელი მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში,"- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ასევე ნახეთ:

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი