
"განვიხილეთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინაში," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების მომზადებაში პროგრესი განიხილეს.
"მივესალმე ესტონეთის პარლამენტის დელეგაციას პრეზიდენტ ლაური ჰუსარის ხელმძღვანელობით. ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია. განვიხილეთ ესტონეთის და სხვა პარტნიორების შემდგომი დახმარება უკრაინაში, ასევე პროგრესი უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების მომზადებაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინაში სიცოცხლის დასაცავად და აღდგენისთვის. ჩვენ ვაფასებთ ესტონეთის მხარდაჭერას სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღიდან," - წერს ზელენსკი.