უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა - ფლეი-ოფის ფინალში ისლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევრო 2024-ზე კვალიფიკაცია მოიპოვა. სანაკრებო გუნდს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
"მადლობა ბიჭებო! გმადლობთ, გუნდო! მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის.
კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ.
იმ დროს, რაცა ყოველდღე ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.
ქართველ და უკრაინელ ხალხსა და საფეხბურთო ნაკრებებს გამარჯვება დავით არახამიამაც მიულოცა - "გილოცავთ! საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ!" - დაწერა არახამიამ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.