ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთში ბენზინის წარმოება 14%-ით შემცირდა

გამოქვეყნდა:

"ეხო კავკაზა" რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში ბენზინსა და დიზელის საწვავის ყოველკვირეული წარმოება მცირდება უკრაინული დრონების თავდასხმების გამო. 

სტატისტიკის მიხედვით, 18-24 მარტის კვირის განმავლობაში, რუსულმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა აწარმოეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის საწვავი.

ამრიგად, რუსეთში ბენზინის წარმოება მარტის ბოლოს წლიური თვალსაზრისით შემცირდა 14%-ით, ხოლო დიზელის საწვავის - 7%-ით.

გასულ კვირას "Новая газета Европа" წერდა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მწყობრიდან გამოეყვანათ საავტომობილო საწვავის რუსული წარმოების დაახლოებით მეექვსედი (16%). 

მარტში თავდასხმა იყო არაერთ ქარხანაზე, მათ შორის "როსნეფტისა" და "ლუკოილის" ქარხნებზე. ორივე შედის რუსეთის 10 უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და მოსკოვს ბენზინით ამარაგებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი