რუსეთის თავდასხმის შედეგად ექვს რეგიონში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა | შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი და ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 29 მარტს რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 რეგიონში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. 

"დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ჩერკასისა და ჩერნივცის რაიონებში. ზოგიერთ რეგიონში გამოცხადდა გადაუდებელი გამორთვა", - თქვა შმიგალმა.

დნეპროპეტროვსკის ოლქში თბოწარმოების ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს, მტერმა ასევე დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტს ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში - დაზიანდა ტექნიკა.

დნეპროპეტროვსკის, ჩერკასისა და კიროვოგრადის რაიონებში წარმოების ობიექტებზე თავდასხმების შედეგად დაზიანდა აღჭურვილობა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი