"პუტინი ცდილობს, "კროკუს სითი ჰოლის" თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"პუტინი ცდილობს, "კროკუს სითი ჰოლის" თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. მისივე თქმით, პუტინი მზადაა, რუსული საზოგადოების გასაერთიანებლად ნებისმიერი საბაბი გამოიყენოს. ზელენსკი ასევე თვლის, რომ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება არ უნდა.

"მას მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე, მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება. გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არავის მობილიზება არ შეუძლია პატიმრების გარდა. მას მუდმივი საპასუხო ქმედებები სჭირდება, რომლებსაც მისი საზოგადოების მობილიზება შეუძლიათ უკრაინის წინააღმდეგ", - ამბობს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი