ლუბინეცს მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურს | უკრაინის ომბუდსმენი იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს მიმართავს

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე.

ლუბინეცის თქმით, შეხვედრაზე გადასცეს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ის ითხოვს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება მიეცეს. ადვოკატის თქმით, საუბარი ასევე შეეხო მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევას.

"ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და სარგებლობს უკრაინის იურისდიქციით, ჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდა, დავიცავთ მის უფლებებს. მე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მომეცეს საშუალება პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. აგრეთვე მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მომეცეს საშუალება, დავიცვა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩემი მიზანია მოხდეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, აგრეთვე მისი სიცოცხლის დაცვა", - ამბობს ლუბინეცი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი