
"ყველა ამ დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა და კიევისგან ტერაქტების ყველა მონაწილის დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა.
"22 მარტს მომხდარი სისხლიანი ტერორისტული აქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, არ არის პირველი ტერაქტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ამ დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ," - წერია განცხადებაში.
დიპლომატიურმა სამსახურმა უკრაინის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნები ტერორისტული აფეთქებების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში და მოსთხოვა დაუყოვნებლივ დააკავოს პირები, რომლებიც ამ ტერაქტებში მონაწილეობდნენ და გადასცეს მათ.
"მოთხოვნებს შორისაა SBU-ს [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური] ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის დაპატიმრება, რომელმაც 25 მარტს ცინიკურად აღიარა, რომ უკრაინამ მოაწყო ყირიმის ხიდის დაბომბვა 2022 წლის ოქტომბერში და გამოავლინა დეტალები რუსეთის ფედერაციაში სხვა ტერორისტული თავდასხმების ორგანიზების შესახებ.
უკრაინის მიერ ანტიტერორისტული კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას." - აღნიშნავს ლავროვის უწყება.