ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს, კლანის წევრებს, წესიერ ადამიანებთან არასდროს იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი | უზენაესის ყოფილი მოსამართლე

გამოქვეყნდა:

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლითაც ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება.

ალავიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრემიერი თავისნაირებს, "კლანის წევრებს" იცავს.

"ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს (კლანის წევრებს, ე.წ. მსხვერპლებს), აბა წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ ბატონო ირაკლი?" - წერს ალავიძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემას, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, მოსამართლეთა უმრავლესობა და "ოცნების" ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ პოზიციას რამდენიმე მოსამართლე არ იზიარებს. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. 

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი