"ქართული ოცნება" კორუფციაში მხილებული მოსამართლეების დაცვას ღიად განაგრძობს. ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისგან დასანქიცრებული და კლანის ლიდერებად წოდებული მოსამართლეების შავი სიიდან ამოღებას მოითხოვს. ახალი პროპაგანდა ივანიშვილის პარტიამ მას შემდეგ აამოქმედა, რაც მოსამართლეების ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა, საჭროების შემთხვევაში და ევროკომისიის პირობის შესაბამისად, კეთილსინდისიერების ტესტი გაიაროს. სულ ცოტახნის წინ კი "ქართული ოცნების "ცენტრალურ ოფისში ამ თემაზე განცხადება უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.