რუსული სპეცსამსახურები საქართველოში | სუს-ი მეორე დღეა დუმს

გამოქვეყნდა:

დადასტურებულია, რომ ორ ამერიკელ დიპლომატზე რუსულმა სამხედრო დაზვერვამ თბილისში  თავდასხმა აკუსტიკური იარაღით განახორციელა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, თემაზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც წესით უნდა ჰქონოდა ინფორმაცია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქართველოში მუშაობაზე. ძიების დაწყებას არ ჩქარობს არც საქართველოს პროკურატურა. შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მათი პრეროგატივა არაა.

ამერიკელი დიპლომატებზე რუსული სპეცსამსახურების მიერ დაწყებულ ნადირობას ეხმაურებიან სენატშიც და აცხადებენ, რომ  კრემლს ამ დანაშაულის გამო პასუხს აგებინებენ. 

იხილეთ:

კრემლის ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი საქართველოში | "ჰავანის სინდრომი" და თავდასხმა ამერიკელი დიპლომატის ოჯახზე
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი