
რუსებმა ხერსონის ოლქის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სამართალდამცავებმა 79 წლის კაცის ცხედარი 2 აპრილს აღმოაჩინეს... გარდაცვალების დროსა და გარემოებებზე მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადეს ხერსონის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაში.