
რუსებმა ხარკოვის ოლქის, კუპიანის რაიონის, სოფელი ნოვოსინოვე დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
"ოკუპანტებმა დაახლოებით 17:00 საათზე დაბომბეს დასახლება, 59 წლის სამოქალაქო პირი ადგილზე გარდაიცვალა. 11 წლის ბიჭი დაზიანებებით გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში," - აღნიშნულია განცხადებაში.