
რუსების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროში სასწავლო დაწესებულებაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
რეგიონის გუბერნატორის სერჰი ლისაკის განცხადებით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია, "რვა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი."
დნიპროზე თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია ყველა სასწრაფო დახმარება.
"რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ დნეპროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანდა კოლეჯისა და საბავშვო ბაღის შენობები. ადგილზე მობილიზებულია ყველა სასწრაფო დახმარება. რუსი ტერორისტები მათ დარტყმებზე პასუხს მიიღებენ. ყოველ ჯერზე, ისინი უფრო და უფრო შორს მიმავალ პასუხებს იღებენ. რუსეთის ომის სისტემა, ყველა მონაწილემ ამ აგრესიაში - ყველა მათგანმა უნდა იგრძნოს, რომ ამ აგრესიას ვერ გაექცევა. ბოროტებამ უნდა წააგოს. და წააგებს.
ხაზს ვუსვამ: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა არის სიცოცხლის დაცვა, ეს არის ის, რაც უნდა მოქმედებდეს. მსოფლიოში არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები არ უნდა აგროვებენ მტვერს სადმე საწყობებში, როდესაც მათ შეუძლიათ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა რუსული ტერორისგან," - განაცხადა ზელენსკიმ.