
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 აპრილის ღამეს რუსეთმა მხოლოდ 4 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვა, რომელთაგან ყველა ჩამოაგდეს.
დრონები გაანადგურეს ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადის და ჩერკასის რეგიონებში.
გარდა უპილოტო საფრენი აპარატებისა, უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა დონეცკის ოლქს 3 S-300-ის ტიპის რაკეტით დაარტყეს. შედეგებზე შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი არაა.