რუსეთმა ხარკოვს "შაჰიდებით" შეუტია: დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 12

გამოქვეყნდა:

უკრაინული მხარის ცნობით, 4 აპრილის ღამეს, რუსეთმა ხარკოვს "შაჰიდის" ტიპის დრონებით დაარტყეს. მასიური თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 მაშველი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ქალი, დაშავდა 12 ადამიანი.

დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. მაშველები ერთ-ერთ მისამართზე მოსახლეობის დასახმარებლად იყვნენ მისულები, რა დროსაც დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი საავადმყოფოში. დაზიანდა სამაშველო სამსახურის ტექნიკა და ერთი მაშველი დაშავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი