რუსეთის მიერ გაშვებული 20 "შაჰიდიდან" 11 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 20  "შაჰიდის" ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უწყების ცნობით, მათ 11 დრონი ჩამოაგდეს.

"2024 წლის 4 აპრილის ღამეს მტერმა კურსკის ოლქიდან  "შაჰედ-131/136" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის რეგიონს შეუტია. სულ 20 "შაჰიდის“ გაშვება დაფიქსირდა.  უკრაინის თავდაცვის ძალების მოძრავმა სახანძრო ჯგუფებმა 11 შემტევი დრონი გაანადგურეს  " - წერს უწყება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი