უკრაინის ცნობით, რუსეთმა ღამით 13 "შაჰიდი" და 3 რაკეტა გაუშვა, ჩამოაგდეს ყველა დრონი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 5 აპრილის ღამეს რუსმა უკრაინას შეუტიეს 5 რაკეტით და 13 "შაჰიდის" ტიპის დრონით. უწყება ამბობს, რომ ყველა დრონი ჩამოაგდეს - ზაპოროჟიეს, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.

გარდა ამისა, რუსებმა ბელგოროდის ოლქიდან ორი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და 3 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. დრონებით შეტევა იყო დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი